Gastronome ჯგუფი პრემიუმ დელიკატესების მაღაზიებსა და განსხვავებული კონცეფციის რესტორნებს აერთიანებს. კომპანია, რომლის ბიზნესკონცეფცია არის კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარება, უკვე ხუთი წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით პოზიციონირებს.
დღეიდან წყნეთის მაცხოვრებლებიც შეძლებენ ისარგებლონ Gastronome-ის პრემიალური სერვისითა და შეიძინონ უმაღლესი ხარისხის პროდუქტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
წყნეთის ფილიალში ასევე დაგხვდებათ Brunch by Gastronome, რომელიც მომხმარებელს გასტრონომის პროდუქტებით მომზადებულ სენდვიჩებს, სალათებს, სმუზებს და სხვა უამრავ პროდუქტს სთავაზობს.
დელიკატესების მაღაზიების შთამბეჭდავ ინტერიერში მომხმარებელს კომფორტული გარემო და უმაღლესი სტანდარტის მომსახურება ხვდება. გასტრონომიულ ღირსშესანიშნაობად ქცეულ მაღაზიებში გურმანებს უნიკალური კულინარიული შოპინგი ელით.
მისამართი: წყნეთი, ცოტნე დადიანის ქ. 21